მოდიფიცირებული გაკვეთილის გეგმა

ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა
საგანი: ბუნებისმეტყველება

საფეხური: დაწყებითი, III კლასი
მოსწავლეთარაოდენობა/პროფილი: 25
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა -1
გაკვეთილის თემა: “ტყე და ადამიანი
გაკვეთილის მიზანი/სასწავლო შედეგი:
1-     მიზანი/მიზნები   და   შედეგი ( ინდიკატორები) მთელი კლასისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
ბუნ.III.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
·         იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
·         ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ (მაგ., ტყეველი) და ხელოვნურ (მაგ., პარკიბოსტანი,ზოოპარკიაკვარიუმიტერარიუმი) საარსებო გარემოს და მსჯელობს მათ თავისებურებებზე;
 · განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
 · თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
2-     მიზანი/ მიზნები   და  შედეგი ( ინდიკატორები)  სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით

ბუნ.III.11.   მოსწავლეს შეუძლია თვალსაჩინოებებზე დაყრდნობით ამოიცნოს,დაასახელოს და დაიცვას გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესები.
·         ამოიცნობს  და მარტივად აღწერს დროის პერიოდში ადამაინის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს.
·         თვალსაჩინოებებზე დაყრდნობით  ასახელებს და განასხვავებს რომელია ბუნებრივი და ხელოვნური გარემო.
·         თვალსაჩინოებებზე დაყრდნობით  ცნობს და ასახელებს ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.
·         თანაკლასელებთან ერად  მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევების წესების შემუშავებაში თვალსაჩინოებების გამოყენებით.

1)      წინაპირობა (კლასისთვის) მოსწავლეები იცნობენ და განასხვავებენ ერთმანეთისაგან  ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოს. იციან, რომ ბუნებრივ გარემოს მიეკუთვნება: ტყე; ველი, რომ არსებობს ტყის 3 სახე : წიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული. იციან სეზონური ცვლილებების შედეგად როგორ იცვლება ტყე. ჩამოთვლიან ტყის ბინადრებს.
განასხვვებს ტყეს ველისაგან და ასახელებს ტყისა  და ველის მცენარეებს.
მოსწავლები ფლობენ შემდეგ უნარებს: წერა; კითხვა; ზეპირი მეტყველება; ფლობენ ბუკთან მუშაობის საწყის უნარ-ჩვევებს. ავსებენ კოგნიტურ სქემას. მოსწავლეები ფლობენ  მიწოდებული  მასალის ვიზუალური და სმენითი აღქმის; ყურადღების, აზროვნებისა და მეხსიერების უნარებს.

2)      წინაპირობა  (სსსმ მოსწავლისათვის) მოსწავლე ფლობს: წერა, კითხვა, ზეპირი მეტყველების საწყისებს(შეუძლია დასმულ კითხვაზე პასუხი გასცეს 1-2 სიტყვით; კითხულობს მარცვალ-მარცვალ;3 მარცვლიან სიტყვებს ამთლიანებს და პოულობს მიცემულ მასალაში იმ 3 მარცვლიან სიტყვებს; 4-5 წინადადებით შეუძია გაიგოს და გადმოცეს წაკითხულისა და მოსმენილის აზრი, ილუსტრაციებზე დაყრდნობით შეუძლია გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი. ცნობს და აღიქვამს ფერებს (წითელი, მწვანე, ყვითელი);იცის რა ბინადრობს ტყეში(ცხოველები, ფრინველები); 5-ის ჩათვლით ციფრების გრაფიკულ ხატს უკავშირებს შესაბამისი რაოდენობის საგნებთან.

3)      აქტუალობა: (კლასისთვის)  მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ტყის მნიშვნელობის შესახებ.  გაეცნობიან       ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს,  მიიღებენ ინფორმაცია აშშ-ში  მდებარე იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის შესახებ. ნახავენ  და მოისმენენ სასწავლო აუდიო- ვიდეო მასალას, იმსჯელებენ, შეადგენენ ასოციაციურ რუკას, იმუშავებენ წყვილში, შეასრულებენ დავალებას სამუშაო რვეულში, ბუკში .

4)      აქტუალობა(სსსმ მოსწავლისთვის)  სსსმ მოსწავლე ცნობს ყველა ასო-ბგერას; მარცვალ-მარცვალ კითხულობს  მაქსიმუმ 3 მარცვლიან სიტყვებს, ამთლიანებს და ამბობს. პოულობს ამოკითხულ სიტყვებს მასალაში; სხვისი ნალაპარაკებიდან და წაკითხული 3-4 სიტყვიან წინადადებებიდან  შეუძლია მთავარი არსის გადმოცემა ;ილუსტრაციებზე დაყრდნობით აზრს გადმოსცემს თანმიმდევრობით; შეუძლია მარტივი სიტყვბით სურათის აღწერა; იცის 3 ფერი(წითელი; მწვანე, ყვითელი); იცის, ამოიცნობს ფოტოებზე  და ასახელებს თუ რა ობიექტები მიეკუთვნება ბუნებრივ  და ხელოვნურ გარემოს (ტყე; ველი; ბოსტანი; ზოოპარკი; აკვარიუმი); უნახავს ხე; თევზი; ყვავილი; სოკო; ხილი; ხის დარგვის პროცესი.

აქტივობა მთელი კლასისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.
დრო
რესურსი
აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.
დრო
რესურსი
 გამოწვევის ფაზა
1.საორგანიზაციო  საკითხი


1წთ.
საკლასო ჟურნალი;ბავშვები
1.სსსმ მოსწავლე ხელის აწევით ადასტურებს მის კლასში ყოფნას.

1წთ.
 საკლასო ჟურნალი
2.საშინაო დავალების  შემოწმება




1წთ.
„ჩვენი გარემო“-ლ.შალვაშვილი,
მ.მაჭავარიანი.
IIIკლასის სამუშაო რვეული.გვ.46
2.სსსმ მოსწავლე მოდიფიცირებულ დავალებას წარმოადგენს. დავალებიდან
ამოვიღე 4 მარცვლიანი სიტყვები და დავტოვე შემდეგი სიტყვები: ბოსტანი; მთა; მდინარე; ქალაქი; ტბა.
1წთ.
იხ.დანართიN1
3.განვლილი მასალის  გამოკითხვა

მთლიან კლასს კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოვკითხე მასალა“ბუნებრივი და ხელოვნური გარემო“
2წთ.
„ჩვენი გარემო“-ლ.შალვაშვილი,
მ.მაჭავარიანი.
IIIკლასის სახელმძღვანელო
3.სსსმ მოსწავლე ამობეჭდილ ფოტოების მიხედვით ამოიცნობს და ასახელებს ხელოვნური და ბუნებრივი გარემოს ობიექტებს.
1წთ.
იხ.დანართი N2
4.ახალი  მასალის ახსნისთვის  შემზადება


მთლიან კლასს ვაჩვენებ ვიდეოს „ტყე და ადამიანი“
მოსწავლეები ვიზუალურად აღიქვამენ ტყის სილამაზეს,ვიდეოში არსებული ტიტრების მეშვეობით იღებენ ინფორმაციას ტყის შესახებ,სასაიმოვნო მელოდიით გაფორმებული ვიდეო მათ ანიჭებს ესთეტიურ სიამოვნებას.






1წთ





ვიდეო „ტყე და ადამიანი“;ლეპტოპი,პროექტორი





4.სსსმ მოსწავლე ვიზუალურად აღიქვამს ტყის სილამაზეს და იღებს ესთეტიკურ სიამოვნებას.





-






იხ. დანართი N3
 სიღრმისეული წვდომის ფაზა
5.ახალი მასალის ახსნა

-წავუკითხავ  გ.წერეთლის ლექსს“ტყის ჩივილი“,შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები მპასუხობენ და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას.
-ვადგენ ასოციაციურ რუკას მთელი კლასის მონაწილეობით.
- მასწავლებელი კლასთან ჩაატარებს მინი ლექციას და აუხსნის სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას“ტყე და ადამიანი“გვ.48.
-ვაჩვენებ ვიდეო მასალას“ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი“








6.ახალი მასალის განმტკიცებაზე  მუშაობა

-პრაქტიკული სამუშაო წყვილებში“სხვადასხვაგვარი ტყე“.





მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს III კლასის სამუშაო რვეულში გვ.46-ზე შესასრულებელ დავალებას,
რეფლექსიის  ფაზა
7.შეჯამება

-მოსწავლეები შეადგენენ დიაგრამას.
 -ბუკის საშუალებით ჩაუტარდებათ გამოკითხვა ბუნებისდაცვითი ქცევის წესებთან დაკავშირებით.















11წთ.



























9წთ.+2წთ)








3წთ.








2წთ.











-ასოციაციური
რუკა.იხ.დანართი N 4;დაფა;მარკერი;ვიდეო-მასალა“ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი“,სურათები.























-სამუშაო ფორმატი,მაკრატელი,წებო,
ხეების,კუნძების სურათები,





-III კლასის „ჩვენი გარემო“-ს სამუშაო რვეული;საწერი კალამი


დაფა;მარკერი;ბუკი;დანართი N 8


5.-სსსმ მოსწავლეს ვუსვამთ კითხვებს:
ა)რა არის ლექსის სათაური?
ბ)ვინ არის ლექსის ავტორი?



-სსსმ მოსწავლეს ვუსვამთ კითხვას:
 რა ბინადრობს ტყეში?

-ლექციის მიმდინარეობისას მასწავლებელი სსსმ მოსწავლეს უჩვენებს ტექსტის შესაბამის ლოგიკურ ფოტოებს და ვიდეო მასალას და ასახელებინებს ფოტოებზე გამოსახულ ობიექტებს.

-რას ხედავს ფოტოზე?(ცხოველს,ხეებს,წყალს და დაასახელებს ობიექტების შესაბამისი ფრს:ხე-მწვანე)














-სსსმ მოსწავლე დააწებებს ამხანაგის მიერ გამოჭრილ სურათებს ფორმატის წინასწარ მითითებულ   ნაწილში და პრეზენტაციისას დაითვლის გადაჭრილი კუნძების,მორების რაოდენობას.(რაოდენობაში გავითვალისწინებ,რომ კუნძების,მორების რაოდენობა ცალ-ცალკე არ აღემატებოდეს 5-ს).

-მასწავლებელი სსსმ მოსწავლეს აძლევს სამუშაო რვეულში შესასრულებელი დავალების მოდიფიცირებულ ვარიანტს.

-დიაგრამის შედგენის დროს დაასახელებს ტყის ბინადართ.

-ბუკით გამოკითხვის დროს უპასუხებს შეკითხვას: კარგია ხის დარგვა?













3წთ


























2წთ.(დამატებით პრეზენტაციისთვის)







1წთ.









1წთ.




იხ.დანართები:N4(ასოციაციური რუკა)N5(ასახსნელი ტექსტისათვის საჭირო სურათები)N6(ვიდეო-მასალა“ბორჯომ-ხარაგაულის
ტყე-პარკი“)


































-სამუშაო ფორმატი,მაკრატელი,წებო,
ხეების,კუნძების სურათები,






-იხ.დანართი N7;საწერი
კალამი.



დაფა;მარკერი;ბუკი,დანართი N 8
8. შეფასება

-მოსწავლეებს ვაფასებთ განმავითარებელი კომენტარით და დავურიგებ პრიზებს.
1წთ.


-ამობეჭდილი სიგელები
8. -მოსწავლეებს ვაფასებთ განმავითარებელი კომენტარით და დავურიგებ პრიზებს.
1წთ.
-ამობეჭდილი სიგელები
9.საშინაო   დავალების  მიცემა 

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ესეს „ჩვენ და ბუნება“



1წთ.



-თაბახის ფურცელი;კალამი;ფერადი ფანქრები.
9.მოდიფიცირებული ესეს ვაძლევ სსსმ მოსწავლეს სახლში.(ესეს შემადგენლობის შესაბამის ფოტოებს უკავშირებს შესაბამის წინადადებებს)

1წთ.
იხ.დანართი N 9
         
     უნარები/ კომპეტენციები

1.      თქვენს მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა მოსწავლეებში რა უნარებს განავითარებს
Þ    დაკვირვება
Þ     აზროვნება
Þ    მეხსიერება
ყურადღების კონცენტრაცია
ვიზუალური და სმენითი აღქმა.
თქვენს მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა სსსმ მსწავლის რა უნარებს განავითარებს
ყურადღების კონცენტრაცია
ვიზუალური და სმენითი აღქმა
მეხსიერება


 თქვენს მიერ წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში რომელი სასწავლო სტრატეგიებია გამოყენებული?
   დაასაბუთეთ თქვენი პასუხი -
1.მულტიმოდალური მიდგომა -მოსწავლეები ნახავენ ორ საწავლო ვიდეოს , მოისმენენ ლექსის აუდიო ვიდეო ჩანაწერს .
2. სწავლების - უპასუხებენ მასწავლებლის შეკითხვებს , შეადგენენ ასოციაციურ რუკას , მოისმენენ მინი ლექციას .
3. კეთების - იმუშავებენ წყვილში , სამუშაო ფორმატის , მაკრატლის წებოს საშუალებით შეასრულებენ დავალება ,, სხვადასხვაგვარი ტყე „
4. ბუკში - შეასრულებენ ტესტს
     
გაითვალისწინეთ, თუ არა სწავლებისა და განვითარების თეორიები გაკვეთილის გეგმის შემუშავებისას ?
  დაასაბუთეთ თქვენი პასუხი -
გაკვეთილის შედგენის დროს გავითვალისწინე სწავლებისა და განვითარების თეორიები:
  1. კოგნიტური განვითარების თეორია ( პიაჟე )
გავითვალისწინე რომ მე- კლასის მოსწავლეები იმყოფებიან განვითარების კონკრეტულოპერაციულ სტადიაზე. კითხვების დასმა ისე დავგეგმე , რომ მათ შეძლებოდათ კონცეტრაცია სწავლის საჭირო ასპექტზე , მოსწავლეთა შეკითხვებზე პასუხს არ ვცემ პირდაპირ , ვეხმარები მათ თვითონ მოიფიქრონ პასუხები . ახალი მასალის ახსნისას გამოვიყენე აუდიო , ვიდეო მასალა , წავახალისე მოსწავლეები ემუშავათ წყვილში .
2.სოციო -კულტურული თეორია ( ვიგოტსკი )
გაკვეთილის შედგენისას გავითვალისწინე მოსწავლეების , მათ შორის სსსმ განვითრების უახლოესი ზონა და შევეცადე ახალი მასალის მიმართული ყოფილიყო ზონის ზედა ზღვარისაკენ . დავგეგმე ასოციაციური რუკის შედგენა ჩემი დახმარებით .

3 განწყობის თეორია ( დ. უზნაძე )
ახალი მასალის ახსნისას გავითვალისწინე ის ფაქტი,  რომ ,,სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს , მანამდე მას ეს ქცევა  მოცემული აქვს განწყობის სახით „ მოსწავლეებს ვაყურებინე სასწავლო ვიდეო, შევუქმენი დადებითი ემოციური დამოკიდებულება ახალი აქტივობის მიმართ.
შექმნილი მაქვს საკლასო ოთახში ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო .

ავტორები:
სსიპ.ქ. ქუთაისის  40 საჯარო სკოლის დაწყებითი (I_IV)კლასის პედაგოგი ლალი ქობულაძე;
სპეც.მასწავლებელი ნინო ხუჯაძე

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

სასწავლო ვიდეო „ტყე და ადამიანი“-ლინკი

https://www.youtube.com/watch?v=p5e24xMzRzA

დანართი 4

დანართი 5

დანართი 6

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი-ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=MduhpcM_bwk

დანართი 7


დანართი 8

დანართი 9






Комментариев нет: