ჩემი მეორე კონფერენცია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პედაგოგიური ფაკულტეტის VIII საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა
"სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები"
10-11 ივნისი 2017 წელი.
ჩემი პირველი კონფერენცია
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია
(http://getc.ge/ge/)
ამა წლის 19-20 ნოემბერს ქალაქ
თბილისში, კერძოდ ტექნოპარკში (ინოვაციებისადატექნოლოგიების სააგენტო), მისამართი: ინოვაციებისქუჩა#7, ოქროყანა, თბილისი. ჩატარდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია. აღნიშნული კონფერენცია წელს
მესამედ გაიმართა. პირველი კონფერენცია ჩატარდა 2014 წელს, რომელსაც მოჰყვა დიდი გამოხმაურება
და მოთხოვნა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ
ყოველწლიურად ცატარებულიყო საგანმანათლებლო ტექნიოლოგიების კონფერენცია.
კონფერენციის მისია:
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებასმასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
21-ე საუკუნე წარმოუდგენელია
ინოვაციური მეთოდების და ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე. საგანმანათლებლო
დაწესებულებებში აქტიურად შემოვიდა ციფრული ტექნიკა და საგანამანათლებლო რესურსები.
რამაც საშუალება მისცა პედაგოგებს უფრო მოტივირებული გაეხადათ მოსწავლეები და გაეზარდათ
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი. უახლესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა
დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე: კომუნიკაციაზე, თანამშრომლობაზე,
სწავლაზე, სწავლებაზე. ყოველივე ამან ახალი ტერმინოლოგიის ათვისების და გამოყენების
საჭიროება გამოიწვია.
ისტ-ის გამოყენებით
პედაგოგს შეუძლია განახორციელოს:
1.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
და ინდივიდუალურად მიცემული ინსტრუქციები – რადგანაც მოსწავლეებს აქვთ განსხვავებული
პიროვნული თვისებები, მიზნები, საჭიროებები ამიტომ, მათ უნდა მივცეთ ინდივიდუალური
ინსტრუქციები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
2. მოსწავლეები, როგორც მწარმოებლები
– დღეს მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც
მათ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს დაურეკონ, შეტყობინება გაუგზავნონ. ამავე დროს,
მათ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ბლოგები, ვიდეოები, წიგნები და
შემდეგ ეს ყველაფერი გაუზიარონ სხვებს.
3. ახალი ტექნოლოგიების ათვისება
– იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შესთავაზოს არჩევანი მასწავლებელმა
უნდა იცოდეს ტექნოლოგიები და უნდა ეცნობოდეს მათ განვითარებას მუდმივად. გთავაზობთ
ვებ-გვერდს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას www.lynda.com და მათ გამოყენებას.
დაწყებით კლასებში
კი გაკვეთილის აუცილებელ რესურსად იქცა „ბუკი“ . განათლების სამინისტროს მიერ
ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინვესტიცია იდება. რადგან აცნობიერებს ციფრული
რესურსების როლს მომავალი თაობის განვითარების მიმართულებით.
სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში მოიცავს ტექნოლოგიების
სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს; ინოვაციურ მიდგომებს;
მიმდინარე ტენდენციებს; სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების
გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს;
ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და
სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს... დღეს მასწავლებლი არის მოდელი
სოციალური მედიის გამოყენების პროცესში, ის ტვირთავს ფოტოებს, აზიარებს ინფორმაციას,
საკუთარ აზრებს. ამ ყველაფრის სწორად გამოყენება საკლასო ოთახში მოსწავლეებს დაეხმარება
ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაში. ყოველივე
ზემოთ თქმულის მიხედვით საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს კონფერენცია
არის საშუალება პედაგოგებმა მიიღონ სხვა პედაგოგების
გამოცდილება და არ ჩამორჩენ ციფრული ეპოქის რიტმს.
ასევე პირველებმა ნახონ და გაიზიარონ ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მიმდინარე სიახლეები.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე:
http://getc.ge/ge/register აღნიშნულ
ელექტრონულ მისამართზე. რეგისტრაცია დამოკიდებულია ხელის სისწრაფეზე.
15-20 წუთში მსურველებით ივსება ვაკანტური ადგილების რაოდენობა. ( აღნიშნულ კონკურსში
ავიღე პირველი ადგილი და დავჯილდოვდი 200 ლარით.)
კონკურსები, რომლებიც უშუალოდ კონფერენციის მსვლელობაში ცხადდება:
1. პოსტერების კონკურსი.
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში ვეძებთ პრეზენტაციებს, რომლებიც:
· წარმოაჩენს მოსწავლეზე-ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას;
· გაზრდის მონაწილეების ცოდნას ტექნოლოგიებსა და შესაბამის სასწავლო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკთხებზე;
· ხელს შეუწყობს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციაში საგანმანათლებლო ლიდერის უნარების განვითარებას;
· მონაწილეებს გააცნობს მოდელებს, სტრატეგიებს, სისტემებს და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს ციფრული ეპოქის შესაბამისი სწავლების დანერგვისთვის;
· პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წარმოაჩენს სხვადასხვა მოდელს, თუ როგორ შეიძლება ისტ-ისა და საგნობრივი სტანდარტების მიღწევა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დახმარებით;
· საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად მრავალფეროვან ინსტრუმენტებს გააცნობს განსხვავებული ისტ უნარების მქონე მომხმარებელს.
წარმოდგენილ "პოსტერების სესიის" მოხსენებებს შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს:
· თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
· თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
· ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
· წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
· მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში.
პოსტერების მომზადება:
პოსტერების მომზადებისა და პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
2.ვიდეო რგოლი შექმნა.
კონკურსი ვიდეორგოლის შექმნაზე
კონფერენციაზე დარეგისტრირებულ მონაწილეებს და მომხსენებლებს ვიწვევთ ვიდეოების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ვიდეოს თემა: „ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში“
ვიდეოს მიზანი: ვიდეორგოლის შექმნა კონფერენციაზე დარეგისტრირებულ პირთა მონაწილეობით.
ვიდეოს ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 1 წუთი. გთხოვთ, გაითვალისწინეთ 1 წთ-ზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო კონკურსში არ მიიღებს მონაწილეობას.
ვიდეოს ფორმატი: .mp4 ან avi
კონკურსის პირობები:
შექმენით ვიდეო რგოლი, რომლის საშუალებითაც გამოჩნდება თუ როგორ იყენებთ ტქნოლოგიებს სასწავლო პროცესში.
· ატვირთეთ თქვენი ვიდეო ინტერნეტში youtube.com-ზე
· 17 ნოემბერს 19 საათამდე გამოგვიგზავნეთ youtube
-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ბმული ელ. მისმართზე: getcgetc2016@gmail.com
· 17 ნოემბერს, გამოგზავნილ ვიდეოს გამოვაქვეყნებთ კონფერენციის facebook-ის ჯგუფში
· 20 ნოემბერს, ხმის მიცემით კონფერენციის მონაწილეები გამოავლენენ გამარჯვებულ ვიდეოს.
· გამარჯვებული ვიდეოს ავტორი დაჯილდოვდება.
ველით კრეატიულ იდეებს და ტექნოლოგიების გამოყენების საინტერესო მაგალითებს.
აღნიშნულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავაკეთე წარდგინება
ჩემი ნამუშევრის 20 საუკეთესო მონაწილესთან ერთად.
ამბმულებითშეგიძლიათ იხილოთკონფერენცია, რომელიც პირდაპირ ეთერშიგადაიცემოდა.
კონფერენციისმე-2 დღე
http://ict.tpdc.ge/ _ ციფრულირესურსებისპორტალი.
გისურვებთ ბედინიერ 21-ე საუკუნის სწავლებას
Комментариев нет:
Отправить комментарий