вторник, 20 апреля 2010 г.

ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5 კლასი
 (დამრიგებელი დარეჯან ნემსაძე)

ასეთები ვიყავით მე-4 კლასში



ასეთები ვიყავით მე-3 კლასში




 მე-2 კლასი



პირველ კლასში კი ასეთები ვიყავით

ბუბა ბუბაშვილი

ბუბას ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა და ბებია. მას აინტერესებს ცეკვა, მუსიკა. უყვარს კომპიუტერთან ყოფნა, მეგობრებთან ერთად თამაშობს "ქაუნთერს". არის ძალიან მგრძნობიარე, კაცთმოყვარე, ზედმეტად მორიდებული. უყვარს უცნაური და საშიში ამბების მოსმენა. უჭირს გრძნობების გამომჟღავნება. ბუბას მოსწონს სკოლაში სიარული,ახარებს სტიკერების ჩაწებება და მასწავლებლის კომპლიმენტები.მისი მეგობრები არიან ქრისტინე ბუღაძე,გიორგი ზაქრაძე და ელენე ენდელაძე. 


ქრისტინე ბუღაძე
ქრისტინე ცხოვრობს ბებიასთან, ბაბუასთან, დედიკოსთან, მამიკოსთან და პატარა დაიკოსთან ერთად. მას უყვარს ცეკვა და სიმღერა, თოჯინებით თამაში. უხარია სკოლაში სიარული. ის სწავლობს კარგად,არის თამამი,ამბიციური გოგონა. ადვილად ითვისებს ლექსებს, მოთხრობებს. უყვარს ზღაპრების კითხვა არის კონტაქტური და თბილი ბავშვი. მისი მეგობრებია ბუბა და ქრისტინე.

საბა ხურციძე

საბას ოჯახის წევრები არიან:მამა მამუკა, დედა ირმა შავგულიძე და პატარა დაიკო ელისაბედი.საბა დაინტერესებულია ქართული ხალხური ცეკვებით.ძალიან მოსწონს ცურვა,უყვარს კომპიუტერული თამაშები,მას ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს: არჩილ და დიმიტრი დარსალიები, სანდრო ხვისტანი. საბა და საჭმელი ცუდი მეგობრები არიან.უყვარს მხოლოდ შემწვარი კვერცხი.ძალიან მოსწონს ახალი სკოლა.საბა თბილი და მოსიყვარულე ძმაა თავისი დაიკოსათვის.არის ცოტა ცელქი და მოუსვენარი.

გიორგი სალარიძე
გიორგი დედისერთაა, ის დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად ცხოვრობს. მას აინტერესებს სპორტის სახეობა–ძიუდო. უყვარს დახუჭობანას თამაში და ველოსიპედით სეირნობა. არის თავაზიანი, გონიერი, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. მისი მეგობარია ვახტანგი.ის არის აქტიური მოსწავლე, თბილი და მოსიყვარულე.

ანა მაკასარაშვილი
ის ცხოვრობს მშობლებთან და უფროს ძამიკოსთან ერთად. უყვარს ცეკვა და კომპიუტერული თამაშები. ერთობა თოჯინებით. მისი საყვარელი საჭმელებია: ხინკალი და წიწიბურა. უხარია სკოლაში სიარული. არის კონტაქტური, თბილი და მეგობრული. მისის მეგობრები არიან:სოფო,ლიზი,ელენე ენდელაძე,გიორგი სარალიძე.

ანზორი ქასრაძე
სახლში ანზორიკოს ეძახიან: დაინტერესებულია ცეკვით. უყვარს მაიონეზიანი სალათა . არის ზედმეტად ემოციური. აქვს საყვარელი ადგილი, სადაც შეუძლია საათობით იჯდეს და ბუნების სილამაზით დატკბეს.სოფელ ბობოთში ეს ადგილი დიდი კაკლის ხეა, საიდანაც ის მთებს გასცქერის.ქალაქში კი ფანჯარა, საიდანაც ის ველის სილამაზით ტკბება. უყვარს სკოლაში სიარული.მისი მეგობრები არიან დათო,თეკლა,ანა ტყეშელაშვილი.

ანა ტყეშელაშვილი
ანა დიდ ოჯახში ცხოვრობს. მას უყვარს ცეკვა და თოჯინებით თამაში. მისი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. უხარია სკოლაში რომ შედის. ანა არის ძალიან მშიშარა, ემოციური, მგრძნობიარე. ამასთანავე თბილი და მოსიყვარულე. მოსწონს სკოლაში სიარული მისი მეგობრებია ანანო ლელაძე.

დათო მანჯგალაძე
მისი ოჯახის წევრები არიან:დედა, მამა, ბებია, ბაბუა და დაიკო. უყვარს ცეკვა, კომპიუტერის, ბურთის თამაში და ველოსიპედით სეირნობა. მისი საყვარელი საჭმელია შემწვარი კვერცხი და მწვადი. უხარია სკოლაში სიარული. არის ცელქი, მაგრამ ამავე დროს კეთილი და თბილი. მისი მეგობრები არიან ლუკა და ანზორი,მისი სიმპათიაა ირინე,თვლის რომ ის არის ძალიან ლამაზი.

ელენე ერაძე
ელენეს ოჯახის წევრები არიან: ბაბუა, ბებია, მამა და დედა. უყვარს ცეკვა. თამაშობს ექიმობანას, თოჯინების თეატრს. მისი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ელენეს ხშირად სტუმრობენ მეგობრები და სულ ცეკვა–ცეკვით დადის. სწავლობს ძალიან კარგად ,არის ბეჯითი,აქტიური მოსწავლე,იქნებ ამიტომაც არის გიორგის,გიგას და გიორგის სიმპატია.
ლუკა თუთისანი
ლუკას ოჯახის წევრები არიან: ბაბუა, ბებია, მამა, დედა და უფროსი დაიკო–მარიამი. (ლალი მასწავლებელი მან აირჩია მისი ძამიკოსთვის). უყვარს ცეკვა, ფეხბურთისა და წრეში ბურთის თამაში. ბაბუას კი დომინოს ეთამაშება. მისი საყვარელი საჭმელია შემწვარი წიწილა. ლუკა არის ზრდილობიანი, თავდაჯერებული. ახასიათებს პასუხისმგებლობის გრძნობა. უხარია სკოლაში სიარული,მისი მეგობარია გიორგი ზაქრაძე,სიმპატია ელენე ენდელაძე

ირინე შარიქაძე
ირინეს ოჯახში ცხოვრობენ: ბაბუა, ბებია, მამა, დედა და ძმა.
უყვარს ცეკვა, სახლობანასა და დამალობანას თამაში. მისი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. ირინეს უყვარს კითხვა, ხატვა, კარგად ფლობს კომპიუტერს. არის მობილიზებული და ადვილად ითვისებს ყველაფერს, თუმცა ცოტა ცელქიც არის. ის მეგობრობს ელენე ერაძესთან და თათია ვაშაყმაძესთან

თათია ვაშაყმაძე
თათიას უყვარს ცეკვა და მუსიკა. თამაშობს ბარბით. მოსწონს ხორციანი საჭმელები. არის თბილი, მოსიყვარულე.
უყვარს წიგნების კითხვა და გართობა კომპიუტერით. მას უხარია სკოლაში სიარული.მეგობრობს სალომე მარუაშვილთან.


გიორგი ზაქრაძე
გიორგის ოჯახის წევრები არიან:დედა, მამა, პატარა ძამიკო, ბაბუა და ბებია.ის დაინტერესებულია სპორტით. უყვარს ფეხბურთის და დამალობანას თამაში. მისი საყვარელი საჭმელია ხინკალი. არის ცელქი, ამავე დროს ძალიან აზრიანი. გიორგის მეგობრები არიან:გიორგი სარალიძ,ვახტანგი და ლუკა ლეჟავა.

მარიამ მჟავანაძე
მარი ცხოვრობს დედასთან, მამასთან და მამიდასთან ერთად. უყვარს ცეკვა, მასწავლებლობანას და ექიმობანას თამაში.არის აქტიური მოსწავლე.მისი მეგობრებია:ელენე ერაძე,მარი ქორქაშვილი,სოფო,თათია და ლიზი.მარიამს ძალიან უყვარს ტკბილეული.



მარი ქორქაშვილი
მარიამს უყვარს ცეკვა, დამალობანას და მგელობანას თამაში. მისი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი და ქათამი. მონდომებულია სწავლისთვის. კარგად მღერის და ხატავს. არის პრანჭია და მოსიყვარულე. მეგობრობს ელენე ერაძესთან,მარი მჟავანაძესთან,ელენე ენდელაძესთან,მარი ლომთაძესთან

მარიამ ლომთაძე
მარიამის ოჯახის წევრები არიან :დედა,მამა და ძმა.უყვარს თოჯინებით თამაში. უხარია სკოლაში სიარული. ის თბილი გოგონაა,ადვილად შედის ბავშვებთან კონტაქტში. მისი მეგობრები არიან ირინე,ქრისტინე კუჭუხიძე და ანა მაკასარაშვილი.



ქრისტინე კუჭუხიძე
ქრისტინე ცხოვრობს დედასთან, მამასთან და ძამიკოსთან ერთად. უყვარს ცეკვა და ხატვა. მეგობრებთან ერთად ერთობა კუბიკების აწყობით. მისი საყვარელი საჭმელია კატლეტი კარტოფილის გარნირით. უხარია სკოლაში სიარული. თუმცა აქვს ბაღის ნოსტალგია. ის არის ძალიან ცელქი. ამასთანავე უყვარს სწავლა. მისი მეგობრები არიან:ელენე ერაძე,მარი,ანა და ქრისტინე.

ვახტანგ მაჭავარიანი
ვახტანგი დადის ცეკვაში, ტანვარჯიშსა და ჭადრაკზე. კომპიუტერული თამაშებიდან მოსწონს "ქაუნთერი". მეგობრებთან ერთად კი სახლობანასა და მგელობანას თამაშობს. ძალიან უხარია სკოლაში სიარული და პირობას დებს რომ იქნება ბეჯითი მოსწავლე. ის არის ძალიან ნიჭიერი, ამავდროულად ცელქი ბავშვი. ვახოს მეგობრები არიან :გიორგი სარალიძ და გიორგი ზაქრაძე

თეკლა კბილაძე
თეკლას ოჯახის წევრები არიან:ბებია,ბაბუა,ბიძია,დედა,მამა და დაიკო. მას უყვარს ცეკვა და ტანვარჯიში, დახუჭობანას თამაში. საყვარელი საჭმელია ტორტი.უხარია სკოლაში სიარული. არის ძალიან მოძრავი,თბილი და მოსიყვარულე.
თეკლა მეგობრობს ლიზისთან ,თათიასთან,ანზორი და მარი ქორქაშვილთან.

ლიზი ხელაძე
ლიზი დედისერთაა. დაინტერესებულია ცეკვით და მუსიკით.მეგობრებთან ერთად უყვარს თოჯინებით თამაში. მისი საყვარელია საჭმელია შემწვარი კატლეტი. ის პირობას დებს რომ იქნება ბეჯითი მოსწავლე. არის ძალიან აქტიური.თავის ასაკთან შედარებით აქვს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.ის თბილი და მოსიყვარულეა. მისი მეგობრები არიან:სოფო და ქრისტინე კუჭუხიძე.

ლუკა ლეჟავა
ლუკა დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად ცხოვრობს.დაინტერესებულია სპორტით.მეგობრებთან ერთად თამაშობს ფეხბურთს და ლოტოს.მისი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი.ძალინ უხარია სკოლაშისიარული,ის არის თბილი, კონტაქტური. ბავშვებთან ურთიერთობაში არის ძალიან დამთმობი, უკონფლიქტო. მეგობრობს ჯგუფში ყველასთან.


ელენე ენდელაძე
ელენეს ოჯახის წევრები არიან: დედიკო,მამიკო და პატარა დაიკო.მას უყვარს ცეკვა და მუსიკა.მეგობრებთან ერთად თამაშობს ბარბის და ბასტი-ბუბუს თამაშებს.მისი საყვარელი საჭმელია ღომი, ყველი და სოსისი.სკოლაში სიარული ძალიან უხარია და დარწმუნებულია რომ იქნება ბეჯითი მოსწავლე. ის თბილი, მოსიყვარულე, საქმიანი და ყურადღებიანი გოგონა. მისი მეგობარია მარი ქორქაშვილი.

მარუაშვილი სალომე
სალომეს ოჯახის წევრები არიან :დედა,მამა და და .ის დაინტერესებულია ცეკვით ,მუსიკით.უყვარს კომპიუტერული თამაშები.მეგობრებთან ერთად კი თამაშობს თოჯინებით.მისი საყვარელი საჭმელებია: ხინკალი და შემწვარი წიწილი,ძალიან უხარია სკოლაში სიარული,მეგობრობს თათიასთან.


სოფიკო გაბიტაშვილი 
სოფიკო დედისერთაა.ის დაინტერესებულია ცეკვით. უყვარს კომპიუტერული თამაშები. მეგობრებთან ერთად კი თამაშობს დამალობანას.მისი საყვარელი საჭმელია სუპი.მას მოსწონს სკოლაში სიარული,თუმცა მისი ნება რომ იყოს ბაღშიც დაბრუნდებოდა.(სოფო ემიგრანტია.ის დაიბადა და გაიზარდა საბერძნეთში)მისი მეგობრებია:მარი ქორქაშვილი,ლიზი და ელენე ერაძე.სოფიკო კარგად სწავლობს ქართულ წერა–კითხვას,რაც განსაკუთრებით ახარებს ყველას. 

იაკობ გუგუციძე
იაკობის ოჯახის წევრები არიან:დედიკო,მამიკო და ძამიკო.ის დაინტერესებულია ცეკვით.მეგობრებთან ერთად თამაშობს ფეხბურთს.მისი საყვარელი საჭმელია არაჟანი.მას მოსწონს სკოლაში სიარული.მისი მეგობარია ლუკა.იაკობი არის მოსიყვარულე და მგრძნობიარე,ხშირად ეხმარება მშობლებს საოჯახო საქმეებში.

ანანო ლელაძე
ანანოს ოჯახის წევრები არიან: დედა,მამა ,ბებია ,ბაბუა და პატარა დაიკო.მას უყვარს ცეკვა და მასწავლებლობანას თამაში.მისი საყვარელი საჭმელია ხაჭაპური.მას მოსწონს სკოლაში სიარული ,ის ყველას დაუმეგობრდა.არის მონდომებული და სწავლობს კარგად.


გიგა ჭუმბურიძე

გიგას ოჯახის წევრები არიან:დედა,მამა და მისი მამიდაშვილები:მარი და სალომე.ის დაინტერესებულია ცეკვით.მეგობრებთან ერთად კი უყვარს თოფობანას თამაში.მისი საყვარელი საჭმელებია:ლობიო და კარტოფილი.მას უხარია სკოლაში სიარული.მისი მეგობრებია:გიორგი ზაქრაძე და ლუკა ლეჟავა.

ნიკა აბულაძენიკას ოჯახის წევრები არიან:დედა,ბაბუა,ბებია და ძმა.მისი საყვარელი კომპიუტერული თამაშებია "ჯეტია" და "ადამიანი ობობა".დაინტერესებულია ხატვით,მუსიკით.მისი საყვარელი საჭმელია კატლეტი.ნიკას მეგობრებია ვახო და გიორგი.ის არის თბილი და მოსიყვარულე ბავშვი.

ნინო ბერაია

ნინოს ოჯახის წევრები არიან:დედა,მამა ,ბებია და პატარა ძმა დათო.მოსწონს კომპიუტერული თამაშები.უყვარს ცეკვა და მუსიკა.მისი საყვარელი საჭმელია შემწვარი ქათამი.ნინოს მეგობრები არიან: მარი, ელენე,ლიზი,ბარბარე და ანა. ნინო არის ცოტა ჯიუტი და ზარმაცი.